ფონდში ყველაზე დიდი დონაცია აჭარიდან განხორციელდა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მათი სამინისტროს თანამშრომლები ფონდში ყოველწლიურად 5 000-მდე ლარს რიცხავენ.
გარდა საჯარო მოხელეებისა, ფონდში გადარიცხვებს კერძო კომპანიებიც ახორციელებენ. მათ შორისაა „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა.
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა აჭარაში პირველი საანგარიშო შეხვედრა 17 აპრილს გამართა.
ოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფონდში ჩართვა ნებაყოფლობითია.
No comments:
Post a Comment