ისლამისტმა ჰაკერებმა პენტაგონის და აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ტვიტერის გვერდები გატეხეს.
ტვიტერის გვერდზე წარწერები დატოვეს - "ამერიკელო სამხედროებო მოვდივართ".
კიბერდამნაშავეებმა გვერდზე განათავსეს ინფორმაცია, სადაც მოცემულია ამერიკელების სამხედრო ზრახვები კორეის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის წინააღმდეგ. აქვე გამოქვეყნა ამერიკელი გენერლების სია, სადაც მათი მისამართებია მითითებული.
რამდენიმე წუთში ექაუნთები დაიბლოკა, თუმცა სოციალურ ქსელებში გატეხილი გვერდების სქრინები უკვე გავრცელდა.
reuters-ის ცნობით, პენტაგონი ადასტურებს გვერდის გატეხვის ფაქტს, თუმცა სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ჰაკერებმა "განსაკუთრებული საიდუმლოს" გრიფით დაფარულ ინფორმაციამდე ვერ მიაღწიეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გვერდის გატეხვა არ აურიონ საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში.

No comments:
Post a Comment