ძმები კუშაები კადიროვის პოლიციის წევრები არიან-აქვს თუ არა პუტინს კავშირი პარიზულ ტერაქტთან?

“ნიუს დეილი უკრაინა” პარიზში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციით ტერაქტში გამოყენებული ტყვიების ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტერორისტები აკ 103 -დან ისროდნენ, რომელიც რამზან კადიროვის პოლიციას აქვს შეიარაღებაში. პოლიციის ინფორმაციით ძმები კუშაები ალჟირელები არიან და ისინი ადრე ჩეჩნეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, და საფრანგეთში 2014 წლის გაზაფხულზე დაბრუნდნენ. ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით “ნიუს დეილი უკრაინა” წერს, რომ ტერორისტები ე. წ კადიროვის პოლიციის წევრები არიან,იმ პოლიციის რომლის მებრძოლებმაც ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის შს მინისტრის რუსლან ალხანოვის სახელზე დაწერეს მოხსენებითი ბარათი, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ რუსეთის ფედერაციის მთავარსარდლის პუტინის და ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, კადიროვის ნებისმიერი დავალება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვან რუსეთის ინტერესები. როგორც გაზეთი წერს ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ უამრავ სკანდალურ კარიკატურას შორის პუტინის კარიკატურაც არის, რომლითაც ჟურნალმა ყირიმში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმი და პუტინის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკა. ერთ-ერთი ასეთი კარიკატურა ე. წ რეფერენდუმის ჩატარების არსს განმარტავს-რეფერენდუმში მონაწილე ადამიანი ბიულეტენს ტანკის ლულაში აგდებს. გაზეთი ვარაუდობს, რომ ტერაქტში პუტინისა და კადიროვის კვალის დაფარვის მიზნით სხვადასხვა ჯიხადისტური დაჯგუფებები პარიზში განხორციელებულ ტერაქტს საკუთარ თავზე აიღებენ.
No comments:
Post a Comment