14 January 2015

ფონდი "ქართუ" თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს

ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, შემუშავებულია რამდენიმე წლიანი პროექტი, რომლის თანახმადაც თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტს აშენდება.
"ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. უკვე შევხვდით სხვადასვა საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. პროექტი არის რამდენიმე წლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც", - განაცხადა ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, ჯერ რთულია საუბარი პროექტის ბიუჯეტზეც.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა აუქციონზე იქნება გატანილი. ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ორ ინვესტორს შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი.
როგორც ცნობილია, ინვესტორის შემოთავაზებული ფასია 25 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

No comments:

Post a Comment