21 January 2015

„გათავისუფლებული აფხაზეთი“ და „ფაშისტური საქართველო“ - რუსულ საიტზე ერთმანეთს ორ ქალაქს ადარებენ


რუსული საიტი „დღიურები“, რომელსაც დღეში საშუალოდ 1 338 731 მომხმარებელი ჰყავს, შესადარებლად, თვითაღიარებული რესპუბლიკა აფხაზეთის, სოხუმის სანაპიროსა და ბათუმის სანაპიროების ფოტო-სურათებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს, რომ სოხუმის სანაპირო მოუვლელი და განუვითარებელია, ხოლო ბათუმის სანაპირო განათებული, განვითარებული და მოვლილი.

სურათებს თან წარწერაც ერთვის: 

1. რუსეთის მიერ გათავისუფლებული აფხაზეთი- სოხუმის სანაპირო.
2. ფაშისტური საქართველო - ბათუმის სანაპირო.

პოსტზე საიტის მომხმარებლების კომენტარებიცაა, რომელთა ნაწილი ადასტურებს, რომ ამ ორ ქალაქს შორის ნამდვილად ასეთი განსხვავებაა.

No comments:

Post a Comment