“პირველ რიგში მივუსამძიმრებ იური ვაზაგაშვილის მეუღლეს. ეს არის ქალბატონი, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ტრაგედია ტრაგედიაზე გადაიტანა. წინა ხელისუფლების პირობებში იგი მუდმივად მოლოდინში იყო, რომ სიმართლე გაირკვეოდა. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ასეთ მოლოდინშია. ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს. ეს მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალიან გაიწელა და ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს არის ფაქტი. ამას მე ვამბობ არა იმიტომ, რომ ბატონი იური დღეს ჩვენთან აღარ არის, არამედ ეს არის დიდი ხნის ფაქტი”, – განაცხადა წულუკიანმა.
No comments:
Post a Comment