13 January 2015

თბილისში ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება


თბილისში ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება. თბილისის მერია ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსაყვანად ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როდის შემოვა თბილისში ახალი ავტობუსები, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რამდენ ხანში განახლდება სრულად მუნიციპალური ტრანსპორტი. ესეც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ერთ წელიწადში ავტობუსების სრულად შეცვლა შეუძლებელია.

ავტოპარკის განახლების შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აგვისტოში გააკეთა. მისი თქმით, 2015 წლისთვის არსებობს ვალდებულება, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის სტუმრებს ახალი ავტობუსებით  მოვესამხუროთ.

"ჩვენ ვაპირებთ შევისყიდოთ ავტობუსები. EBRD-თან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ მათი გრანტებით მოხდეს სატრანსპორტო სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური კვლევა-ანალიზი და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ის თუ როგორი ფორმით წავალთ ჩვენ, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თბილისის მერმა.

წყარო:  www.commersant.ge

No comments:

Post a Comment