30 January 2015

მსოფლიოს ყველაზე მყარი ვალუტები უფასურდებიან

ბოლო დროის მსოფლიოს ყველაზე მყარი ვალუტა დოლარი გუშინ მთავარ სავაჭრო წყვილებთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. მიზეზი დეკემბრის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი მოხმარების სასაქონლო შესყიდვების ვარდნა გახდა. დაგეგმილი 0,1% ზრდის ნაცვლად აღნიშნული ტიპის შესყიდვები შტატებში ყველასთვის მოულოდნელად 3,4%-ით დაეცა.
დოლარმა ევროსთან მიმართებაში 0,15% კლება განიცადა და ეს უკანასკნელი 1,13 ნიშნულს დაუბრუნდა. 0,15 % კლება განიცადა დოლარმა კიდევ ერთ მთავარ სავაჭრო წყვილ იენასთან მიმართებაშიც, რომელიც იაპონიის პრემიერ მინისტრის ამბიციური განცხადების შემდეგ (ქვეყანაში ინფლაციის 2 % ზრდის შესახებ) დოლართან გაუფასურების ტენდენციას აჩვენებდა.  

ბოლო დროის სრულიად სპონტანური და ყველასთვის მოულოდნელი 

გადაწყვეტილებით ცნობილი შვეიცარიული ფრანკიც გუშინ ევროსთან მიმართებაში ზედა ზღვრის მოხსნის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ევრო ფრანკთან მიმართებაში 0,13%-ით გამყარდა და ვაჭრობა 1,0381 ნიშნულზე მიმდინარეობდა. უმნიშვნელოდ გაუფასურდა ფრანკი დოლართან მიმართებაშიც.  

მსოფლიოს ყველაზე მყარი და სტაბილური სახელით ცნობილი ვალუტების მცირედით გაუფასურება შეიძლება ითქვას რომ დროებითია და ეს დასუსტებული ევროსთვის იმედის მომცემი ნამდვილად ვერ იქნება.

28.01.2015

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.

ევრო დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და ვაჭრობა მიმდინარეობს 1,1366 ნიშნულთან.
მცირედით მოიმატა ფუნტი სტერლინგის ფასმა დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა მიმდინარეობს  1,5175  ნიშნულთან. 

დოლალრთან მიმართებაში გამყარდა იაპონური იენაც 0,18%-ით და დღეის მონაცემებით ვაჭრობა მიმდინარეობს  118,06 ნიშნულთან. ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია. ოქროზე ფასმა მოიმატა და ვაჭრობა მიმდინარეობს  1287,4 ნიშნულთან. მცირედით შემცირდა ვერცხლის ფასი და ვაჭრობა მიმდინარეობს 17,99 ნიშნულთან. 

ნედლი ნავთობის ფასმა მცირედით დაიკლო და დღეის მდგომარეობით ბარელზე მისი ფასი 44,93 დოლარი ღირს.


წყარო: www.commersant.ge

No comments:

Post a Comment