15 January 2015

თბილისს მეორე სპორტის სასახლე ექნება

თბილისს მეორე სპორტის სასახლე მაისში ექნება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 17 მილიონი ლარი იხარჯება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სასახლეში ხელბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, კრივის და სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრების ჩატარება იქნება შესაძლებელი. სწორედ აქ გაიმართება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ნაწილიც.
სპორტის სასახლის პროექტს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანია სპორტმშენსერვისი" ახორციელებს. კომპანიის დირექტორი ლევან ტარყაშვილი კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სპორტის სასახლე 18 ათას კვადრატულ მეტრზე თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისივე ინფორმაციით, სპორტის სასახლე ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს, შედეგად, ნებისმიერი დონის (ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის) ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელი იქნება.
ტარყაშვილის თქმით, სპორტის სასახლეში სულ 4 დარბაზი გაკეთდება, აქედან ერთი ყველაზე დიდი 3500 კაცზე იქნება გათვლილი, მეორე 800 კაცზე, დანარჩენები კი 200-200 მაყურებელზე.
იმისთვის, რომ ჩატარდეს ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიური თამაშები, საჭიროა იყოს სპეციალურიგანათება, ორმხრივი გადაღების საშუალება უნდა ჰქონდეთ ჟურნალისტებს, ასევე მათთვის უნდა იყოსსაკონფერენციო დარბაზი, მოსასვენებელი ლოჟები.
მედიის წარმომადგენლებისთვის არის 8 ე.წ. კაბინა. შშმ პირებისთვის ცალკეა ადგილები, პანდუსებიამოწყობილი, ცალკეა მსაჯების ოთახიც, დოპინგზე კონტროლის ოთახი ცალკე და ა.შ. ყველანაირ მოთხოვნასაკმაყოფილებს, ასეთი შენობა საქართველოში არ აშენებულა",- აცხადებს ტარყაშვილი.


No comments:

Post a Comment