მისივე
ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა იმაში მდგომარეობს,
რომ არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, გაზი). ამ საბადოს მეშვეობით,
შესაძლოა ქვეყანამ ექსპორტის განხორციელებაც შეძლოს.
„ჩვენ
აზერბაიჯანიდან შაჰდენიზის ნავთობსადენიდან გარკვეული რაოდენობა უფასოდ,
გარკვეული რაოდენობა კი შეღავათიან ფასად გვეკუთვნის, ამიტომ შესაძლოა ამ
მარაგიდან გაზი ძალიან სერიოზულ ფასად ევროპასაც მივაწოდოთ,“ - აცხადებს არველაძე.
ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი
დაახლოებით 250 დოლარია, საქართველო წელიწადში 2-2.5 მილიარდი კუბური მეტრ გაზს
მოიხმარს.
გავრცელებულ ინფორმაციას იორმუღალნოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის
გეოლოგიური მარაგის აღმოჩენის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ამერიკული კომპანია "ფრონტერა"
ადასტურებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე
ხევის საბადოზე გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. "ესაა ისტორიული
მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ
ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის
საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა
იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს "ფრონტერას" აღმასრულებელმა
სტივ ნიკადროსმა.
"ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას
აქვს პოტენციურად შესაძლებლობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის
მომპოვებელი სახელმწიფოც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგომოთხოვნების
დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას ბუნებრივი აირი ექსპორტზეც
კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში", -
აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "ფრონტერა" საქართველოში 1997 წლიდან
მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მას 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია
აქვს განხორციელებული.
რამდენად შეესაბამებასინამდვილეს ამერიკული კომპანია
"ფრონტერას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია გაზის მარაგის მოცულობის
შესახებ და თუ არის რეალურად 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური
მარაგი იორმუღალნოში?
ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებას "კომერსანტი" ოფიციალური
უწყებებიდან ცდილობს და მირებისთანავე შემოგთავაზებთ.
თუ ეს
მონაცემები ოფიციალურად დადასტურდა, მსოფლიო რუქაზე საქართველოს
ადგილსბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით რადიკალურად ცვლის.
კერძოდ, ასეთი მოცულობის მარაგების დადასტურების შემთხვევაში საქართველო,
რომელიც, 2012 წლის მაჩვენებლებით, 8 495 000 000 კუბურ მეტრის გაზის დაზვერილ
მარაგს ფლობს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 81–ეა, ინაცვლებს 67–ე პოზიციაზე
და ავღანეთსაც კი უსწრებს, ასევე უკან იტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ახალი
ზელანდია, ხორვატია, კოტ დივუარი, თურქეთი, იორდანია, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი,
საფრანგეთი და სხვები.
2012 წლის მონაცემით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მარაგები 849, 5
მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, სომხეთს კი მარაგები საერთოდ არ აქვს. 2011 წლის
მონაცემებით, სულ მსოფლიოში ბუნებრივი აირის დაზვერილი მარაგების მოცულობა
208 ტრილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს.
www.commersant.ge
No comments:
Post a Comment