19 December 2014

ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საშუალებას იძლევა.
ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც კონგრესმა ერთი კვირის წინ მიიღო. თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
 ობამას გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. სერგეი ლავროვმა ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კანონი საკმაოდ გრძელვადიანად დააზარალებს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას.

No comments:

Post a Comment