19 December 2014

ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოში

დღეს, რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ზუბადალაშვილმა ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც პირადად გაეცნო სააგენტოში განხორციელებულ სიახლეებს. პრეზენტაციის დასასრულს ალექსანდრე ჭიკაიძემ მომსახურების სააგენტოს 10 გამორჩეული თანამშრომელი სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა და სიგელები გადასცა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტულ კლუბ MIA Force-ის და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი ავტომობილები, სახელმწიფო სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთები, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების ამსახველი ვიდეო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები.
მომსახურების სააგენტოში ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად რუსთავის მერი დავით ჯიქია დაესწრო.

No comments:

Post a Comment