31 December 2014

თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო ახალი წლის ღამეს უფასოდ იმუშავებს

თბილისის მეტრო და რიყის საბაგირო ახალი წლის და შობის ღამეს უფასოდ იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ჯაჭვლიანმა განაცხადა.

„31 დეკემბერს 24:00 საათიდან, 1 იანვრის 04:30 საათამდე და 6 იანვარს, 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:30 საათამდე, მეტროპოლიტენი მუშაობას გაახანგრძლივებს. აღნიშნულ დღეებში 23:00 საათიდან 04:30 საათამდე მგზავრებს უფასო გადაადგილება შეეძლებათ. რაც შეეხება საბაგიროს, 31 დეკემბერს 23:00 საათიდან 1 იანვრის 03:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

No comments:

Post a Comment