30 December 2014

პრემიერმა მინისტრებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს მთავრობა 2014 წლის ბოლო სხდომას მართავს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ტრადიციულად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებისას ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება.
"წელს ეს არის მთავრობის ბოლო სხდომა. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად ვიმუშავებთ და დავიხარჯებით. მინდა გისურვოთ წარმატებები მომავალ წელს", - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

No comments:

Post a Comment