შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მედიაში გავრცელებულ იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მინისტრს უხამსად მოიხსენიებენ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის უღირსი ადამიანი, რომელმაც პოლიციელის ღირსება და სახელი შელახა, სამსახურიდან არის გათავისუფლებული.
„ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა ეს ადამიანები პოლიციიდან გათავისუფლებულები არიან. მე ვწუხვარ, რომ ისინი უღირსი ადამიანები აღმოჩნდნენ“, – აცხადებს ჭიკაიძე.

No comments:
Post a Comment