კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებით გაღიზიანებულია და ცდილობს, გარკვეული ჩირქი მოსცხოს ჩატარებულ არჩევნებს“.
ასე შეაფასა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება თეთრიწყაროში პარტიისთვის ხმების დაკლების თაობაზე.
„მაგალითს მოვიყვან, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა და მისი მოხსნა მოითხოვა, მაშინვე დაიწყეს პოლიტიკურ განცხადებები, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ გაკეთებული იყო. რეალობა აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარიყო დაპირისპირება ქართველებსა და ჩვენს ძმებს, აზერბაიჯანლებს შორის. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება. მოგვეხსნა კანდიდატურა. ეს ჩაგვითვალეს სისუსტედ და თქვეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ დამარცხდებოდაო. შედეგი სახეზეა: სამი-ოთხი წლის განმავლოაბში საერთოდ არ ჩაგვიტარებია კამპანია მარნეულში და ისე მოიგო ამ პიროვნებამ. ჩვენ პატივს ვცემთ მარნეულის რაიონის მოსახლეობის არჩევანს“,- განაცხადა კალაძემ.

No comments:
Post a Comment