ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოში სახალხო დღესასწაული მიეძღვნება. როგორც მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , საზეიმო ღონისძიება გაიმართება, თუმცა დეტალებზე ვერ ისეუბრებს, რადგან დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს.
"ერთი რამ შემიძლია ვთქვა, იქნება საერთო სახალხო დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, სულ მალე გახდება ცნობილი, თუ სად და როდის გაიმართება ეს ღონისძიება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ბრიუსელში 27 ივნისს მოეწერება ხელი.

No comments:
Post a Comment