11 November 2014

ტელეკომპანია CNN-ი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ტელეკომპანია CNN-ი რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ტელეარხის მფლობელმა კომპანიამ, რომელიც კორპორაცია "თაიმ უორნერში" შედის, წუხელ მიიღო. საკაბელო მაუწყებლობას CNN-ი რუსეთში 31 დეკემბრიდან შეწყვეტს. Time Warner Inc.-ის კუთვნილმა საკაბელო არხმა მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებული ახალი კანონის შემდეგ მიიღო, რადგან  მედია კომპანიების უცხოელ მფლობელებს რუსეთში ლიმიტები დაუწესდათ. 
რუსული მედიის ინფორმაიცით, ამის მიზეზი კანონმდებლობაში ბოლო პერიოდის ცვლილებები გახდა. 2009 წლელს მიღებული ცვლილებით, ყველა უცხოელ მაუწყებელს რუსეთში ადგილობრივი ლიცენზიის ქონა მოეთხოვება. ამერიკულ მაუწყებლობას რუსეთში ადგილობრივი სამაუწყებლო ლიცენზია არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ უფლების მოპოვებისთვის მან დიდი ხნის წინ მიმართა შესაბამის უწყებას.

No comments:

Post a Comment