რეაბილიტაციის პროექტი ქვესადგურში 2010 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 220/110 კვ-ის მხარეს სრულად რეაბილიტირდა პირველადი მოწყობილობები, ამ ეტაპზე კი მეორადი კომუნიკაციის, დაცვისა და მართვის პანელების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
ქვესადგურ ,,რუსთავი-220/110/10“-ის რეაბილიტაციას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 7 მილიონი ლარი და USAID-ის მიერ გრანტის სახით დამატებით გამოყოფილი თანხა მოხმარდა. რუსთავის ქვესადგური ელექტროენერგიით ამარაგებს რუსთავს და კახეთის ნაწილს, ასევე რუსთავში არსებულ მსხვილ საწარმოებს.
რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლისათვის დასრულდება, რის შემდეგაც ქვესადგური ციფრული მართვის სისტემაზე გადავა.
No comments:
Post a Comment