31 October 2014

„მე მზად ვარ შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს“


მე მზად ვარ შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს - განაცხადა საქაველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანიარუსთავი2“ - ის ეთერში, წერს გამოცემა„Комсомольская правда».


გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის შეხვდება ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ თემების განსახილველად, რომლებიც საქართველოს და რუსეთს ეხება.


ჩვენ რუსეთს კეთილ-მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ვთავაზობთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის პირობით... მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის“.



ორ მეზობელ სახელმწიფოს - რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ გაწყდა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას მიიჩნევენ, ნათქვამია სტატიაში.

No comments:

Post a Comment