09 October 2014

აზერბაიჯანში ავარიას 3 საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანში ქალაქ გიუკგელთან მომხდარი ავტოავარიის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან სამი ბავშვია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. ბაქო-თბილისის მარშრუტით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავტობუსი და სატვირთო ერთი მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, 40-მდე მგზავრი დაშავებულია, სამი მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.


No comments:

Post a Comment