მისივე თქმით, არსებობს ასევე
აღსრულების პრობლემა და შესაბამისად,
ეს საკანონმდებო ცვლილებათა
პაკეტი, რაც გარემოს
დაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული,
მოიცავს ყველა იმ საკითხს,
რომელიც დაარეგულირებს ნარჩენების მართვას, დაწყებული
ნაგავსაყრელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობიდან, დამთავრებული სახლიდან თუ ფეხით
მოსიარულეთაგან გარემოს დაბინძურების საკითხებს.
"რაც
შეეხება სანქციების ოდენობას, პროექტის
მიხედვით, ეს არის
დაწყებული 20 ლარიდან დამთავრებული ხუთნიშნა
ციფრამდე, თუმცა ამ ეტაპზე
ეს არის მხოლოდ
პროექტი, რომელიც ბუნებრივია, შეიძლება
შეიცვალოს როგორც საქართველოს მთავრობაში
პროექტის წარდგენის შემდეგ, ასევე
პარლამენტში განხილვის შემდეგ", - განაცხადა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.
წყარო:
www.ipn.ge
No comments:
Post a Comment