დღეს ორმოცი დღეს შესრულდა რუსთაველი პოეტის, ოთო გურგენიშვილის ტრაღიკული დაღუპვის დღიდან. დღევანდელი დღე მისმა მეგობრებმა მისი სახელობის ,,პოეტური სახლის" გახსნით აღნიშნეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრი
ზვიად
სეხნიაშვილი,
ქალაქის
თვითმმართველობის
სხვა
წარმომადგენლები,
დღეს
,,ოთო
გურგენიშვილის
პოეტური
სახლის“
გახსნას
და
მისი
ლექსების
კრებულის
პრეზენტაციას
დაესწრნენ.
ახალგაზრდა რუსთაველმა პოეტმა ოთო გურგენიშვილმა, ივლისის ბოლოს,
ლეონიძის
ქუჩაზე
გადაჭარბებული
სიჩქარით
მიმავალ
ავტომანქანას,
მცირეწლოვანი
ბავშვი
აარიდა
და
თავად
გახდა
ავტოსაგზაო
შემთხვევის
მსხვერპლი.
გურგენიშვილის
გარდაცვალებას
ოფიციალურ
ფეისბუქგვერდზე
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი
ღარიბაშვილი
გამოეხმაურა,
რომელმაც
ახალგაზრდა
პოეტის
საქციელი
სამოქალაქო
გმირობის
მაგალითად
შეაფასა.
,,ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია მთელი საზოგადოებისთვის. ამ საქციელით,
მან
უსაზღვრო
კეთილშობილების,
კაცთმოყვარეობის
საოცარი
მაგალითი
მოგვცა
და
კიდევ
ერთხელ
შეგვახსენა,
რას
ნიშნავს
მოყვასისათვის
თავგანწირვა,“
- აღნიშნული
იყო
პრემიერის
განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთო გურგენიშვილი
სიკვდილის
შემდეგ,
სამოქალაქო
თავდადებისათვის,
მედლით
დააჯილდოვა.
,,ოთო გურგენიშვილის პოეტური სახლი,, დღეს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის ნანა მათუზაშვილის ინიციატივით გაიხსნა
და
ყოველ
კვირა
დღეს
ახალგაზრდა
პოეტებს
უმასპინძლებს.
,,პოეტური
სახლის“
გახსნას
ენათმეცნიერი,
ფილოლოგიის
მეცნიერებათა
დოქტორი
ლევან
ღვინჯილია,
პოეტი
და
ტელეწამყვანი
ლელა
ნინუა,
ოთო
გურგენიშვილის
მეგობრები
და
ჯგუფ
,,მეცამეტე
თვის
პოეტების“
წევრებიც
ესწრებოდნენ.
ოთო
გურგენიშვილის
ლექსები
მისმა
დედამ
და
მეგობრებმა
წაიკითხეს.
ახალგაზრდა
პოეტებმა
ოთო
გურგენიშვილის
ხსოვნისადმი
მიძღვნილი
ლექსებიც
წაიკითხეს.
რუსთავის მერის ინიციატივით, ოთო გურგენიშვილის ლექსების კრებულს,
რომელიც
მომავალში
გამოიცემა,
ქალაქის
მერია
დააფინანსებს.
No comments:
Post a Comment