20 September 2014

საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დავითხოვ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება იგი მზადაა პარლამენტი დაითხოვოს.
"გააჩნია ვითარებას, ბუნებრივია ეს ჩემი ვალდებულებაა, თუ ეს ესე მოხდება. თუ ასეთი რეალობა იქნება, ბუნებრივია. ეს იქნება იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასაწყვეტი და დღეს ასეთი ვითარება არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რომ 2014 წლის თებერვალში ფიქრობდა თუ არა მართლაც დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა, მარგველაშვილმა უპასუხა: "არც ვადასტრებ არც უარს არ ვამბობ".

"იყო მსჯელობები, იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ ვისთვის იყო მიურებელი, რადგან იგი ამ "დეტალებში არ შედის".


გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი დაპირისპირების თუ დაძაბულობის გამო უარს იტყვის თავის მანდატზე ეს უნდა იყოსს გამწვეული ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ შეამჩნევს, რომ იგი ქვეყნის განვითარებას ხელს უსლის, იგი გადადგება.

No comments:

Post a Comment