19 September 2014

სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებული ქონების ჩამონათვალს ასაჯაროებს. მისი მონაცემებით დაყადაღებულია შემდეგი ქონება: მიხეილ სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის 500 კვ. ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომანქანატოიოტა რავ 4“; დედის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რუსლოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში; 17 წლისჰონდა აკორდი“.

„2014 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების, მათშორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, შვილების , დედის, მამის და ბებიის ქონებაზე ყადაღის დადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააყადაღა მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია. აგრეთვე ყვარლის სახლი, საცხოვრებელი ფართით 75 კვ.. სასამართლოს განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის ქონება და შემდეგ წერია: „სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადების და შუამდგომლობის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების როგორც საფუძვლები, ასევე მიზანი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს“. გაუგებარია , თუ რა არის მიზანი ან სამართლებრივი საფუძვლით და თუ რა მტკიცებულებების და მონაცემების საფუძველზე იყო მიზანშეწონილი აღნიშნული ქონებისთვის ყადაღის დადება. გარდა ამისა, პროკურატურამ განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამარლოში და მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნათესავების ქონებაზე დაედოს ყადაღა.

სააპელაციო სასამართლოში მათ წარადგინეს ისეთივე დაუსაბუთებელი მსჯელობა, რაც საქალაქო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ , ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დააყადაღა აღნიშნული ქონება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება ქონების გაფლანგვა და არა მითვისება, არავითარ კავშირი მისი ან მისი ნათესავების ქონებასა და რაიმე დანაშაულს შორის არ განიხილება და ამ ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ყადაღის დადების შესახებ არის უბრალოდ გაუგებარი. ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელია სასამართლოს მოტივაციის დადგენა, რადგან განჩინებაში დასაბუთება ფიზიკურად არ მოიპოება. შესაბამისად, გვრჩება ერთადერთი გზა ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის პრიმიტიულ შურისძიებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით“,-განაცხადა ოთარ კახიძემ


წყარო: www. pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment