24 September 2014

სოფელ შემოქმედიდან მოსახლების ევაკუცია დაიწყო

სამაშველო სამსახურმა სოფელ შემოქმედში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ბოლქვაძე  აცხადებს, ამ წუთისთვის ევაკუირებულია ათი ოჯახი. გადაკეტილია საავტომობილო გზები, დაზიანებულია ოზურგეთი-შემოქმედის გზა. პრობლემაა სოფელ ცხემლისხიდშიც, წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც ჩახერგილია ოზურგეთი-ნატანების გზა, შეწყვეტილია მიმოსვლა სოფელ გომის მიმართულებით.

No comments:

Post a Comment