24 September 2014

ძლიერი ქარი, წვიმა და შტორმი-აჭარა კვალვ სტიქიას ებრძვის

აჭარა კვლავ სტიქიის ზონაა. ძლიერ ქარს და წვიმას სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმიც ერთვის. წაქცეულია ხეები. როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ "პირველი რადიოს" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს. ასევე, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი.


No comments:

Post a Comment