24 September 2014

სტიქიის გამო ოზურგეთი უწყლოდ დარჩა

უხვმა ნალექმა გურიაში მდინარე ბჟუჟისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია, რის გამოც მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ შემოქმედი დატბორა. როგორც "პირველი რადიოს" ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგი სიორიძემ განუცხადა, დატბორილი და მწყობრიდან გამოსულია ქალაქის წყალსაცავი, რომელიც სოფელ შემოქმედში მდებარეობს,რის გამოც ოზურგეთსა და მის მიმდებარე სოფლებს სასმელი წყალი არ მიეწოდება.


დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება შემოქმედის საჯარო სკოლამ.მდინარე ბჟუჟის შენაკადების ადიდების გამო შეწყვეტილია მიმოსვლა სოფელ გომის მიმართულებით.

No comments:

Post a Comment