16 September 2014

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

დღეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინურური კომპანია ,,სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედიასრულებს. ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაოებზე დაახლოებით 250 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 88 761 128, 95 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. ავტობანის მესამე მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მისი ტენდერზე გატანა სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულისთვის მოხდება.

No comments:

Post a Comment