26 August 2014

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სააგენტომ საქართველოს შეფასებასტაბილურიდან“ „პოზიტიურშიგადაიყვანა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობთ, კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ კერძო საკრედიტო რესურსის ნაწილში გაცილებით გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხება, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში იმყოფებიან უცხოელ პარტნიორებთან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და ქვეყნისთვის მისალოცია.

No comments:

Post a Comment