Day.az-ის
ცნობით, დელეგაციებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის
ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვმა
ხელმძვანელობდა.
როგორც ჟურნალისტებს მამედოვმა განუცხადა, პროექტის
ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები წარმატებით
ხორციელდება. „დასრულების სტადიაზეა საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრამდე დაახლოებით
20 კილომერტზე მეტი სიგრძის რკინიგზის
მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ოქტომბრისთვის დასრულდება“,
– განაცხადა მამედოვმა.
კვირიკაშვილის
განმარტებით, სარკინიგზო
მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელმშემშლელი ფაქტორები არ არსებობს.
მისივე თქმით, ქართული მხარე
პროექტის განხორციელებას დიდ მნივნელობას
ანიჭებს. „ბაქო–თბილისი–ყარსის
პროექტის განხორციელება განსაკუთრებულ როლს შეასრულებს როგორც
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის
ეკონომიკების განვითარებაში, ასევე სამივე ქვეყანას
კიდევ უფრო მეტად დაახლოებს“, – განაცხადა კვირიკაშილმა.
მხარეებმა
აღნიშნეს, რომ მომავალ
წელს სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება თურქეთის მონაკვეთზე და
პროექტი 2015 წლისთვის მზად იქნება
ექსპლუატაციისთვის.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო
მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს,
მშენებლობა კი 2008 წელს დაიწყო
და იგი ითვალისწინებს
საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო
ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი
სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან
თურქეთის საზღვრამდე.
წყარო:
www. bpi.ge
No comments:
Post a Comment