15 August 2014

ბათუმის პორტს ერთდროულად ორი საკრუიზო ხომალდი ესტუმრა

ბათუმის პორტს ესტუმრა ორი საკრუიზო ხომალდი, რომელზეც 1200–ზე მეტი მგზავრი იმყოფება.
ამერიკული საკრუიზო ხომალდი Seven Seas Mariner (Regent) 1200-მდე მგზავრს, შედარებით პატარა საკრუიზო გემი Harmony G კი 60-მდე მგზავრს ითვლის.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში მხოლოდ 5 გემი იყო შევიდა 828 მგზავრით. შესაბამისად, საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ით არის გაზრდილი.
საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი“, – განმარტავენ დეპარტამენტში.


წყარო: www.bpi.ge

No comments:

Post a Comment