15 August 2014

ყველაზე მაღალ ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება.

დედაქალაქში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 19-20 აგვისტოს დაფისირდება,

ამის შესახებნიუპოსტსგარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ყველაზე მაღალ ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება. მაქსიმალური ზღვარი 38-40 გრადუსი იქნება.


დასავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალ ტემპერატურას ხვალ ველოდებით, იმერეთსა და სამეგრელოში 38-დან 40 გრადუსამდე სიცხე იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 19 და 20 აგვისტოს 35-40 გრადუსამდე ვვარაუდობთ ტემპერატურას. ამჟამადაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. კახეთში თითქმის ყოველდღე 38 გრადუსამდე ადის, თბილისში კი 35-36 გრადუსი ტემპერატურა ფიქსირდება ყოველდღე. დედაქალაქშიც ყველაზე მაღალი ტემპერატურა 19-20 აგვისტოს დაფიქსირდება, დაახლოებით 38 გრადუსი. მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს ბოლომდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში.

წყარო: www. newposts.ge

No comments:

Post a Comment