13 August 2014

„კაზანტიპზე“ შესაძლოა, აფხაზი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ


აფხაზეთიდან ანაკლიაში, „კაზანტიპისფესტივალზე დასასწრებად შესაძლოა ახალგაზრდები ჩამოვიდნენ. ამის შესახებკავკაზსკი უზელისჟურნალისტმა ბესლან კმუზოვმა განცხადა, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთში, ამჟამად კი თბილისში ცხოვრობს და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

მისი თქმით, აფხაზეთში შექმნილი განუკითხაობის, უმუშევრობისა და რუსეთიდან მიღებულიმუქთა ფულისგამო აფხაზი ახალგაზრდები მასობრივად მოიხმარენ ნარკოტიკებს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოსკაზანტიპითმათი დაინტერესების ძირითადი მიზეზი.

ჟურნალისტის თქმით, „საზღვრისგადაკვეთისთვის თანხის გაღებისა დაკაზანტიპზედასწრების ფინანსური შესაძლებლობა მაღალჩინოსანთა შვილებს აქვთ, თუმცა არც საშუალო შემოსავლების აფხაზები იტყვიან უარს შანსზე, დრო ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაატარონ.

კმუზოვი დარწმუნებულია, რომკაზანტიპზე,“ ისევე როგორც ნებისმიერ კლუბში, ნარკოტიკების, თუნდაც მსუბუქი საშუალებების მოხმარება მოხდება, პოლიცია კი მხოლოდ ღონისძიების პერიმეტრს გააკონტროლებს.

ჟურნალისტის თქმით, აფხაზებსსაზღვარზესოლიდური ქრთამის გაცემა მოუწევთ, რადგან არჩევნების წინ პროცედურები განსაკუთრებით გამკაცრებული იქნება. თუმცა, ზოგადად, ის მიესალმება მსგავს ღონისძიებებში აფხაზი ახალგაზრდების ჩართვას, რადგან ფიქრობს, რომ ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებს ეს მხოლოდ წაადგება.

ეს, ცხადია, პოზიტიური ასპექტია, თუმცა კარგი იქნება, თუ სხვა ფესტივალებიც ჩატარდება, რომლებიც აფხაზ ახალგაზრდებს დააინტერესებს. ვნახოთ, ვინ ჩამოვაკაზანტიპზეაფხაზეთიდან. ალბათ ეს ცნობილი გახდება. მათ ჩამოსვლა რუსული პასპორტებით მოუწევთ დარესპუბლიკისტერიტორიაზე შესვლაც მათთვის პრობლემა არ იქნება,“ – აცხადებს კმუზოვი.


წყარო: www.commersant.ge

No comments:

Post a Comment