13 August 2014

ეპიდემის საფრთხე ხაშურში ? - საგანგებო ბრიფინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრში


სქართველოში დაფიქსირებულ ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშ საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. მოსალოდნელია თუ არა ეპიდემიური აფეთქება - ამ საკითხზე პაატა იმნაძე განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს. როგორც ცნობილია ყირიმ-კონგოთი  ხაშურში სამი ადამინი გარდაიცვალა. საქართველოს მასშტაბით დაავადების15 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, აქედან 12 ხაშურში დაფიქსირდა. შექმნილ მდგომარეობას, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ."იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა ", - აცხადებს ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი დავით ჩიქოვანი

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ვირუსი იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის ადამიანზე, ძირითადად, მღრღნელებიდან გადადის.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კი სიკვდილიანობის ალბათობა 60 პროცენტზე მეტია.


წყარო:  www.pirveliradio.g

No comments:

Post a Comment