29 August 2014

სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის - პრეზიდენტის ჯილდო ოთო გურგენიშვილს

ახალგაზრდა პოეტმა პატარა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირა. გიორგი მარგველაშვილმა ის, სიკვდილის შემდეგ, ,,სამოქალაქო დავთადებისთვის" მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოთარ გურგენიშვილისამოქალაქო თავდადებისათვისმედლით დაჯილდოვა.

სამაგალითო სამოქალაქო თავდადების, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სიმამაცის გამოვლენისათვის ოთარ გურგენიშვილი დაჯილდოვდეს მედლითსამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

21 წლის ოთო გურგენაშვილი 29 ივლისს ქალაქ რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. ახალგაზრდა პოეტმა პატარა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირა.

გარდაცვლილის დედის მონაყოლი: ჩემი შვილი გოგოსთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ, ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა საიდანაც დედა - შვილი ჩამოვიდა, ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მოდიოდა დიდი სისწრაფით, ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, შემდეგ ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო...მან უმძიმესი ტრამვები მიიღო თავის არეში, როგორც მედიცინის მუშაკმა ვიცი, რომ გადარჩენილიყო ის ოთო აღარ იქნებოდა, როგორიც იყო. ჩემი შვილი კი იმდენად კარგი კაცი იყო ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ გონებაშეზღუდული დარჩენილიყო. ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა“.

No comments:

Post a Comment