ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი
სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისშია. აპატურაის საქართველოში
ჩამოსვლის მიზანი ნატოს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია. აპატურაის შეხვედრა
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან. საგარეო
უწყების ცნობით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.
No comments:
Post a Comment