CNN ავრცელებს
ინფორმაციას, რომ ისრაელსა და
პალესტინას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ოფიციალური თელავივის ცნობით, ისრაელის მიმართულებით დღეს 130-ზე მეტი
რაკეტა გაისროლეს. პალესტინელები ინფორმაციით კი, ისრაელის საჰაერო
შეტევის შედეგად ღაზას სექტორში ამ დროისთვის 16 სამხედროა
გარდაცვლილი.
მედია
იუწყება, რომ თელავივში საგანგაშო
სიგნალი მოსახლეობისთვის უკვე გაშვებულია. განგაშის
გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო,
რაც იერუსალიმში სამი აფეთქება მოხდა.
CNN-ის
ინფორმაციით, საჰაერო შეტევებზე და აფეთქებებზე პასუხისმგებლობა
უკვე აიღო პალესტინის სამხედრო
დაჯგუფებამ ისლამურმა ჯიჰადმა და ჰამასმა. ორივე
ორგანიზაციამ ამის შესახებ სოციალური
ქსელის ტვიტერის მეშვეობით განაცხადეს.
პალესტინას
ასევე ტვიტერით გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის უწყება, რომლიც მოწინააღმდეგე მხარეს აფრთხილებს და აცხადებს, რომ
ჰამასს ეს შეტევები ძვირად
დაუჯდება.
No comments:
Post a Comment