10 July 2014

ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიას სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს და გუშინდელ ტელე დებატებს ეხმაურება .მელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ"
დავით ნარმანიას მიმართ ჩემი კრიტიკა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე.მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო:
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე არაერთხელ საჯაროდ დავაფიქსირე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას. მეტიც, უზნეობად მიმაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, ვისი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს. ჩემი პრეტენზია -ნი ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ მას არათუ გათავისებული არ აქვს, არამედ საერთოდ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არ გააჩნია უნარი მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. სხვა მხრივ, ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და ვართ თანასწორი კანონის წინაშე.


წყარო: www.pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment