10 July 2014

რუსთავში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ

რუსთავში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციების -,,გადაარჩინე სიცოცხლედა ,,თანადგომა“  წარმომადგენლები სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ.
რუსთავში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში'' გამართულ ბრიფინგზე იური ვაზაგაშვილმა და ამირან რობაქიძემ  არჩევნების მეორე ტურში რუსთაველებს ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

,,გადაარჩინე სიცოცხლესხელმძღვანელმა იური ვაზაგაშვილმა რუსთავის მერობის ყოფილ იმ კანდიდატებსაც მიმართა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ,,ნაციონალური მოძრაობისკანდიდატს მამუკა ჩიქოვანს დაუჭირეს მხარი და მათ ამ პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.





No comments:

Post a Comment