16 July 2014

კახი კალაძე: "რუსთავი 2" მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას (ვიდეო)


საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირების საკითხს და ამ კონტექსტში ტელეკომპანია "რუსთავი 2" დაადანაშაულა "სიცრუის გავრცელებაში".
ჩვენ გუშინ ვნახეთ, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ეთერში მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი იზრდებოდა და ეს არის სიცრუე.
 ვფიქრობ, რომ ეს სიახლე არ არის, რომ "რუსთავი 2" მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას, ეს არის მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სიცრუეზე დაფუძნებული, რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ.
 მინდა მივართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რასაც "რუსთავი 2" აკეთბდა გუშინ. ტარიფი არ შეიცვლება, დარჩება შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს განხორციელდა", - განაცხადა კახი კალაძემ.




No comments:

Post a Comment