16 July 2014

კალაძისთვის "გაუგებარია" პრეზიდენტის განცხადება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე


საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას, როდესაც მან ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე თქვა - "ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს".
"არ ვიცი, ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგის ეს განცხადება, მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება," - განაცხადა კალაძემ.
ეროსი კიწმარიშვილი გუშინ, 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.



No comments:

Post a Comment