![]() |
მისივე თქმით, საქართველოს MAP-ი უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოუგვარებს.
"საქართველოსთვის MAP-ის მიცემა ფუნდამენტალურად ჩამოაშორებს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რადგან ისინი არ დაუშვებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული წევრობა და საქართველო მხოლოდ MAP-ს მიიღებს. ვფიქრობ, საქართველოსთვის ევროპული ტენდენციები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ევროინტეგრაციის წყალობით საქართველო უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება ევროპის მოედანზე. ჩემი აზრით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგეს, ვიდრე MAP-ზე ფიქრია", - განაცხადა თომას დე ვაალმა.
ამასთან, როგორც თომას დე ვაალმა "ეხო კავკაზთან" ინტერვიუს დროს განაცხადა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის მისაღებია ახალი ხელისუფლება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ახალ მთავრობასაც ჰქონდეს რუსეთისადმი პრეტენზიები და უნდოდეს მისგან ეკონომკურად გამოყოფა.
"ვფიქრობ, რუსეთთან კონფლიქტი არ არის ამოწურული და სოხუმსა და მოსკოვს შორის ახალი პრობლემები იქნება", - აღნიშნა თომას დე ვაალმა.
ამასთან, როგორც კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებში აღნიშნა, ვლადიმერ პუტინისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ყირიმი, ვიდრე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მისივე თქმით, ყირიმის გამო აფაზეთის სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდება.
"საჭირო გახდება რესურსებისა და ფინანსების აფხაზეთიდან ყირიმში გადატანა, რადგან პუტინისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია დაამტკიცოს ყირიმის ოპერაციის წარმატება, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ აფხაზეთი რუსეთისაა", - განაცხადა თომას დე ვაალმა.
No comments:
Post a Comment