მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის 134-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება .
ადგილზე მიყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი.
დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ღვარცოფის გამო 17 მაისს შეწყდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 17 მაისიდან, გაწმენდით და დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ .
No comments:
Post a Comment