14 June 2014

ნინო გიორგობიანი - გარდაცვლილ მაისურაძეს, მუქარის თაობაზე პოლიციისთვის არც განცხადებით და არც სიტყვიერად არ მიუმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თელავში წუხელ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გარდაცვლილმა მაისურაძემ, მკვლელობამდე პოლიციას დახმარებისთვის მიმართა, - უარყოფს.
როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გარდაცვალებამდე, არჩილ მაისურაძემ პოლიციას მიმართა, რომ მას ემუქრებოდნენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მაისურაძეს, მუქარის თაობაზე, პოლიციისთვის არც განცხადებით და არც სიტყვიერად არ მიუმართავს“- განაცხადა გიორგობიანმა.
35 წლის აჩიკო მაისურაძე, თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე, წუხელ გვიან ღამით ჩაცხრილეს. 
მაისურაძე, თავდასხმის ადგილიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

No comments:

Post a Comment