თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, 35 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის გელა ორველაშვილის ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი არჩილ მაისურაძეა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზად 12 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამო შურისძიება სახელდება.
"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიებას კახეთის პოლიციის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.
No comments:
Post a Comment