„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ შტაბს დისციპლინა აკლდა:
„ეს ეხებოდა კონკრეტულ ფაქტს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით, როდესაც კოალიციის პოლიტსაბჭომ მას რჩევა მისცა, კარგი იქნებოდა, მოეხსნა კანდიდატურა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, ეთნიკურ ნიადაგზე გადაეტანა დაპირისპირება მარნეულის რაიონში, მოეწყო არეულობა, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ. კანდიდატმა ცოტა მოგვიანებით გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ის ეთანხმებოდა კოალიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მაგრამ იბრძოლებდა იმითვის, რომ პარტიას მოეგო, მაგრამ აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ის, რომ ვერ მოხდებოდა რეგისტრაციიდან მოხსნა, რადგან ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი იყო. ეს პრობლემა იყო და ამის გამო მივიღეთ კრიტიკა“, – განმარტა კალაძემ.

No comments:
Post a Comment