17 წლის დაკარგული ბიჭის უშედეგო ძებნა - ოჯახი შსს დახმარებას სთხოვს?
ლომისობის დღესასწაულზე დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძეს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას მოითხოვენ. როგორც დაკარგულის ბიძამ, ჯონი არხოშაშვილმა „პირველ რადიოს“ განუცხადა, მაშველებმა არჩევნების და მის შემდეგ დღეს ძებნა შეწყვიტეს.
„მაშველები ამ ეტაპზე იძახიან, რომ ისევ ეძებენ, მაგრამ არჩევნებისა და მის შემდეგ დღეს არ უმუშავიათ, ძებნა შეწყვიტეს 2 დღის განმავლობაში და ჩვენ - ნათესავები და სოფლის მოსახლეობა ვეძებთ. არ ვიცით როგორ დაიკარგა, თუმცა რამდენიმე ვერსია გვაქვს. მაგრამ ვერ ვხვდებით რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ან სად შეიძლება გამქრალიყო. ჩვენ გვინდა, რომ საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს, რადგან, თუ სადმე გადავარდა, მაშინ ვერტმფრენიდან გამოჩნდება. ფეხით ვეძებთ, მაგრამ არის ისეთი ადგილებიც, რომლებსაც ვერ ვხედავთ. საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის მოთხოვნით დუშეთის რაიონის პოლიციის უფროსს, რომელიც ჩამოსული იყო, მაგრამ მან მითხრა რომ ტელევიზიებისთვის მიმემართა. შსს-სთვის ამ თხოვნით ოფიციალურად არ მიგვიმართავს. სამაშველო სამხსახურის მუშაობით კმაყოფილები არ ვართ, ხან ეძებენ, ხან არა. ყველას დახმარებას ვთხოვთ“, - განაცხადა დაკარგულის ბიძამ.
No comments:
Post a Comment