ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კადრები, რომელშიც ნორა ნარმანიაა გადაღებული, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ქმედება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
"მე რაც ვნახე, ჩემი აზრით, არის საფუძვლები, რომ შესაბამისმა საოლქო კომისიამ აღნიშნულისაუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებები შეისწავლოს. ზოგადად, კანონმდებლობით,კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ჩადენილ ქმედებას, შესაბამისი საოლქოსაარჩევნო კომისია სწავლობს. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ეს თემა შესწავლილი იქნება დადადგინდება, რასთან გვქონდა საქმე. ამ შემთხვევაში ეს ქმედებები, ჩემი აზრით, არჩევნებისშედეგებზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა მოკვლევის თემა ნამდვილად არის," -განაცხადა ჟვანიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკის 57-ე უბანზე თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა კომისიის წევრების მიერ შემოხაზულ ბიულეტენებს პირადად ამოწმებდა.

No comments:
Post a Comment