აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, გერმანული ტელეარხისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ბევრი იმუშავა, ევროპა მასზე დამოკიდებული რომ გაეხადა, ევროპამ კი ამის ნება დართო.
კლინტონის თქმით, პუტინს დიდი რუსეთის აღდგენა სურს და ამას ძირითადად მეზობელი სახელმწიფოების დაშინების ხარჯზე გეგმავს.
„ცხადია, ჩვენ ინტერესით და შეშფოთებით ვაკვირდებით, რა ხდება ევროპის გულში. „გაზპრომი"რომ პოლონეთს გაზს გადაუკეტავს, ბულგარეთს დააშინებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზრუნვის საგანია,მაგრამ ევროპამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს - რა იქნება შემდეგ? რა მოჰყვა საქართველოს ორირეგიონის ანექსიას? დუმილი კრემლმა მწვანე შუქად მიიღო. ვფიქრობ, მას დიდი რუსეთის აღდგენაუნდა და ამას ძირითადად მეზობელი ქვეყნების დაშინებით მოიაზრებს. მან ძალიან ბევრი იმუშავა ,რომ ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული გაეხადა, ევროპელებმა კი ამის ნება დართეს დაზედმეტად ღრმად შევიდნენ ამ დამოკიდებულებაში. ალტერნატიული წყაროები არ უძებნიათ, არუზრუნიათ ახალ მილსადენებზე",- განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
No comments:
Post a Comment